.... იხილეთ სრულად >>>
საკლასო შეფასება
ელექტრონული კურსები
რესურსები დირექტორებისთვის
რესურსები მასწავლებლებისთვის
ბიზნესის უნარ - ჩვევები
მშობელთა ჩართულობა
ელექტრონული კურსები
ელექტრონული კურსების სივრცეში მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ელექტრონულ ტრენინგ-პროგრამაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. პროგრამაში ჩართული მასწავლებლები შეძლებენ:

  • კითხვისა და მათემატიკის სწავლებას კონსტრუქტივისტული მიდგომის გამოყენებით
  • დიფერენცირებული მიდგომების დანერგვას სასწავლო პროცესში
  • მრავალფეროვანი რესურსებისა და მეთოდების ეფექტიანად გამოყენებას
  • მოსწავლეთა უნარების მონიტორინგს დიაგნოსტიკური და განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით

ელექტრონულ ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს ვიდეოლექციების მოსმენას, რეალური საკლასო სიტუაციების გაანალიზებას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, დამატებითი პროფესიული განვითარების მასალების (მეთოდური წიგნებისა თუ სასწავლო ფილმების) გაცნობას.
ვიდეოსესიებს სკოლაში წარმართავენ შესაბამისი საგნის მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორები, რომლებიც საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში მომზადდნენ.